სრული ინფორმაცია
უკრაინის შს მინისტრის განცხადებით, რადას ყოფილი თავმჯდომარის, ანდრეი პარუბის სავარაუდო მკვლელი დააკავეს
უკრაინის შს მინისტრის, იგორ კლიმენკოს განცხადებით, რადას ყოფილი თავმჯდომარის, ანდრეი პარუბის სავარაუდო მკვლელი დააკავეს.
"სავარაუდო მსროლელი ხმელნიცკის რეგიონში დააკავეს. ახლა ბევრი დეტალი არ იქნება. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ დანაშაული საგულდაგულოდ იყო მომზადებული: შესწავლილი იყო გარდაცვლილის გადაადგილების გრაფიკი, დასახული იყო მარშრუტი და გაქცევის გეგმაც შემუშავებული იყო“- განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
სავარაუდო დამნაშავის დაკავების შესახებ ანგარიში გენერალური პროკურორისგან, რუსლან კრავჩენკოსგან მოისმინა პრეზიდენტმა ზელენსკიმ:
"არსებობს ეჭვმიტანილის პირველი ჩვენებები. ამჟამად ტარდება დამატებითი სასწრაფო საგამოძიებო მოქმედებები ამ მკვლელობის ყველა გარემოების დასადგენად“ -წერს ის.
უმაღესი რადას ყოფილი თავმჯდომარე ანდრეი პარუბი 30 აგვისტოს ლვოვში ქილერმა მოკლა. პარუბის 8 ტყვია ესროლეს, მკვლელი კურიერის ფორმაში იყო გადაცმული და ადგილიდან ელექტროველოსიპედით მიიმალა.