სრული ინფორმაცია
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში 220 ბავშვი დაიღუპა, 406-ზე მეტი კი დაშავდა.
უწყების ცნობით, ამ დრომდე არსებული მონაცემებით, საომარ მოქმედებებს ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკსა და კიევის რაიონში ემსხვერპლა.
პროკურატურის განცხადებით, 2 მაისს ოდესაში რუსული არმიის სარაკეტო იერიშის შედეგად 14 წლის ბიჭი დაიღუპა, 17 წლის გოგო კი დაშავდა.
მათივე ცნობით, დაბომბვების შედეგად დაზიანებულია 1 584 სასწავლო დაწესებულება, ხოლო 118 მათგანი მთლიანად განადგურებულია.
წყარო: on.ge