კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს

ნანახია: 27
სრული ინფორმაცია

“ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს. ფარული კენჭისყრის შედეგად, კუჭავას კანდიდატურას 86 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი ექვსმა პარლამენტარმა მისცა ხმა, რის შემდეგაც სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.

კენჭისყრამდე კუჭავამ პარლამენტს სიტყვით მიმართა. შეკითხვა კი, პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს მხოლოდ ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიაჩიამ დაუსვა. არ გამართულა კამათი, რა პროცედურასაც პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის დროს, რეგლამენტი ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით პლენარულ სხდომაზე შეფასებები დეპუტატებმა ლევან იოსელიანმა და დავით ზილფიმიანმა გააკეთეს. როგორც მათ საკუთარი პოლიტიკური გუნდის სახელით განაცხადეს, კახა კუჭავას ამ თანამდებობაზე მხარს უჭერენ.

24 აპრილს არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე განაცხადა. თალაკვაძეს ვიცე-სპიკერად აირჩევენ, რა თანამდებობაც მეათე მოწვევის პარლამენტში კახა კუჭავას ეკავა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."