,ვახტანგ გომელაური ელისაშვილს: ,მოვყვე, სად ვართ მისულები, სად ველოდებით ბატონ ესებუას?!"

ნანახია: 437
სრული ინფორმაცია

მოვყვე, სად ვართ მისულები, სად ველოდებით ბატონ ესებუას?! ბარემ პირდაპირ ეთერში მოვახსენებ - ზეგ მოვალთ, მოემზადე, ბატონო ესებუა, გაიქეცი აქედან, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როდისაა მოსალოდნელი ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებისთვის ძებნილი ბადრი ესებუას დაკავება.

როგორც ის აღნიშნავს, ზუსტად ვერ იტყვის, როდის დააკავებენ ესებუას.

„მესმის დიდი ინტერესია. არ მიყვარს ბაქი-ბუქით საუბარი და ტრაბახი. არ ვიცი, შეიძლება ხვალ მოხდეს, ან ზეგ, შეიძლება ერთი წლის შემდეგ. 2-3 კვირის წინ დავაკავეთ ადამიანი მკვლელობაზე, რომელიც ეს 12 წლის წინ ჩაიდინა - ხდება ეს. ვერ გეტყვით, როდის მოხდება“,- განაცხადა გომელაურმა.

 

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა ბადრი ესებუამ გასული წლის 25 ოქტომბერს განახორციელა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."