ელისაშვილი: უგულავა და ხაზარაძე რომ იბრიქებოდნენ, დაიცვეს მელია?!

ნანახია: 498
სრული ინფორმაცია

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებით ხელისუფლებამ "ცეცხლზე ნავთი დაასხა". მან მოვლელის შეფასების დროს ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციაც გააკრიტიკა.

"ეს მუშტების ბრახუნი და წინასწარ პირობების დაყენება ორივე მხრიდან არის ცუდია. თავი დაანებონ ამ წინა პირობებით ლაპარკას. რა თქმა უნდა, დაამძიმა სურათი დღევანდელმა სპეცოპერაციამ და ნიკა მელიას დაჭერამ. ჩვენ ქვეყანას სჭირდება ამოსუნთქვა, დამშვიდება...

ხალხზე უნდა ვიფიქროთ და ხალხზე უნდა ვილაპარაკოთ. ვხედავთ, ხო? იბრიქებოდნენ [გიგი] უგულავა ("ევროპული საქართველოს" ლიდერი) და [მამუკა] ხაზარაძე ("ლელოს" ლიდერი) - დაიცვეს მელია, სპეცრაზმის მიმოფანტვას რომ გეგმავდნენ?! ვინ შეატოვეს? ისევ საწყალი ხალხი და საწყალი აქტივისტები დააჭერინეს. აი, ასეთი ლიდერები არიან ისინი", - თქვა ელისაშვილმა.

ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია 23 თებერვალს, დილას, 10 საათამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს. მის დაკავებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება.

შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა ნიკა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება.

საპოლიციო ძალები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მივიდნენ პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე. ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და კონსტიტუციური წესრიგი სწრაფად აღდგეს.

წყარო: რადიო თავისუფლება


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."