21 თებერვალს საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილეს აქციით კარავი 21 შეხვდებიან

ნანახია: 499
სრული ინფორმაცია

21 თებერვალს საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილეზე იურისტები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტთან აქციას გამართავენ სახელად – კარავი 1921. აქციის ორგანიზატორები წერენ, რომ დღეს თითქოს შეკრების თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა, ისევე როგორც 100 წლის წინათ, მაგრამ ჩვენ გვიწევს დავამტკიცოთ, რომ ნამდვილად ასეა.

"100 წლის მერეც არ არის დაცული 1921 წლის კონსტიტუციის 33-ე მუხლი: "საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთ უფლება აქვთ მთავრობის ნებადაურთველად შეიკრიბნენ საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ."

100 წლის მერეც, ჩვენს კონსტიტუციაში შეკრების თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა: "ყველას აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება."(მუხლი21)

100 წლის მერეც ჩვენი კონსტიტუცია ეყრდნობა 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას. ეს არის ჩვენი სამოქალაქო განაცხადი! თუმცა, ხელისუფლება ჯიუტად არღვევს მას". – წერია განცხადებაში.

აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს მოუწოდებენ, მივიდნენ პარლამენტთან 13:00 საათზე თუ:

  • შენთვის სულ ერთი არ არის შენი და შენი შვილების უფლება;
  • ღირებულია წინაპრების მონაპოვარის დაცვა;
  • არსად წასვლას არ აპირებ. აქ დგახარ და სხვაგვარად არ ძალგიძს.

გუშინ, 19 თებერვალს პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე 20 ადამიანი დააკავეს. აქტივისტებს სურდათ, საკანონმდებლო ორგანოს წინ კარავი გაეშალათ, თუმცა, ამის საშუალება მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

წყარო: ტაბულა


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."