სრული ინფორმაცია
„რაც ვიხილეთ ათონელის ქუჩაზე, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და თითოეული ადამიანი, რომელიც იყო ჩართული ამ ძალადობრივ აქტში, მიეცემა პასუხისგებაში“, — ამბობს ირაკლი კობახიძე.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში შევიდნენ.
ადგილზე გამოჩნდა სპეცდანიშნულების რაზმი, რომელმაც აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა.
პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი ყუმბარაც გაისროლა. პოლიციამ მათ წინააღმდეგ გამოიყენა წყლის ჭავლიც.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ადგილზე რამდენიმე ადამიანი დააკავა.