ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 25 წლის ქალს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ნანახია: 87
სრული ინფორმაცია

თბილისის საქალაქო სასამართლომ ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 25 წლის თეკლა გერსამიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამით მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. თავის მხრივ, დაცვის მხარემ სასამართლოს 30 000 ლარის ოდენობით გირაოს შუამდგომლობით მიმართა.

თავად ბრალდებული თეკლა გერსამია ბრალს არ აღიარებს.

სხდომის არც დაწყებამდე და არც დასრულების შემდგომ მხარეებმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს.

აღნიშნულ საქმეზე შემდგომი პროცესი 16 ოქტომბერს ჩაინიშნა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, 22 აგვისტოს ცოლმა ქმარი ცივი იარაღით მოკლა. შსს-ს თანამშრომლებმა ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა მეუღლეს დაზიანებები ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."