თამარ ჩერგოლეიშვილი: დაიწყება მუშაობა იმისთვის, რომ უფლებადამრღვევები დასანქცირდნენ და მათ შეეზღუდოთ აშშ-სა და ევროპაში გასვლა, საბანკო სერვისებით სარგებლობაც

ნანახია: 186
სრული ინფორმაცია

"14 თებერვალს სალომე ზურაბიშვილი წავა მიუნხენის კონფერენციაზე, სადაც გარდა ევროპელი ლიდერებისა, ჩადიან აშშ-ს ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები. როგორც ვიცი, იქ იქნება უშიშროების საბჭოს მდივანი, რომელიც იყო ბუჩამდე იყო აფხაზეთის მასპინძელი კონგრესში, მარკო რუბიო, ვანსი - ვიცეპრეზიდენტი, მიღმა ამისა, იქნება ურსულა ფონ დერ ლაიენი, ყველა ევროპელი ლიდერი.

მოგეხსენებათ, არ მიყვარს ოპოზიციასთან დიდად შეხვედრები, მაგრამ კარგი შეხვედრა იყო. გამორჩეული იმ თვალსაზრისით, რომ ყველა შევთანხმდით, არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით თუ სხვა გზებით, შევაგროებთ ინფორმაციას კანონდამრღვევებზე - მოსამართლეებზე, პროკურორებზე, ცრუმოწმეებზე.

თავს მოიყრის ეს ინფორმაციები პრეზიდენტთან და დაიწყება მუშაობა იმისთვის, რომ უფლებადამრღვევები დასანქცირდნენ და მათ შეეზღუდოთ აშშ-სა და ევროპაში გასვლა, საბანკო სერვისებით სარგებლობაც. ეს იყო დღევანდელი შეხვედრის შედეგი" - ამბობს "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მე-5 პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."