გიორგი გახარია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო

ნანახია: 162
სრული ინფორმაცია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. ინფორმაცია ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, საქმის მასალებს ადვოკატი გაეცნობა.

„ისედაც განადგურებულია მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და გვაინტერესებს, რა დევს საქმეში. ადვოკატი გაეცნობა საქმის მასალებს,“ - აცხადებენ პრესსამსახურში.

საქმე ეხება გახარიაზე ბათუმში განხორციელებულ თავდასხმას. მას თავს 15 იანვარს, სასტუმრო „შერატონში დაესხნენ. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მალევე დატოვა. ექიმის განცხადებით, მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა ჰქონდა. ერთ-ერთი პირი, რომელიც გახარიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა.გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციითაც, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდნენ.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."