კახა გოგოლაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, აშშ-სთან ურთიერთობების დარეგულირება გაუჭირდება

ნანახია: 150
სრული ინფორმაცია

„ევროპული კვლევების ცენტრის“ დირექტორისა და „რონდელის ცენტრის“ მკვლევარის კახა გოგოლაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, აშშ-სთან ურთიერთობების დარეგულირება გაუჭირდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნება“ ამ ხნის განმავლობაში დასავლურ, ევროატლანტიკურ ღირებულებებს აბუჩად იგდებდა.

„ყველას კარგად ესმის, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა არის პირველ რიგში, ღირებულებების აღიარების საკითხი. „ქართული ოცნება" ამ ხნის განმავლობაში დასავლურ, ევროატლანტიკურ ღირებულებებს აბუჩად იგდებდა, სხვადასხვა კნინობითი ტერმინით მოიხსენიებდა, მგონია, რომ ხელისუფლებას ამის გამოსწორება ძალიან გაუჭირდება მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპი განსხვავებულია. აშშ არის საერთაშორისო არენაზე ევროატლანტიკური ღირებულებების დამცველი და მისი ხელშემწყობი", - განაცხადა გოგოლაშვილმა.

რაც შეეხება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და კრიზისიდან გამოსვლის გზას, კახა გოგოლაშვილის განმარტებით, გამოსავალი ახალ არჩევნებშია.

„ყველამ იცის, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ახალი არჩევნები და რეალურად, ხელისუფლების ცვლილება, ახალი ნდობის გაჩენა ქვეყნის მიმართ, როგორც ინვესტირების, ისე მოსახლეობის მხრიდან, შესაბამისად, ამ გზით ქვეყნის კონსოლიდაცია. რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, ჩვენ სავალალო სიტუაცია გვაქვს. შეუძლებელია, ბიზნესს რეალისტური, დადებითი მოლოდინები ჰქონდეს იმ დროს, როდესაც ქვეყანაში პრაქტიკულად, კანონი აღარ კანონობს და ინსტიტუტები არის მოშლილი",-განაცხადა გოგოლაშვილმა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."