სალომე ზურაბიშვილი - მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ყველაფერს, მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები - არჩევნების დანიშვნის რიცხვი შეთანხმებული უნდა იყოს 29 დეკემბრამდე

ნანახია: 188
სრული ინფორმაცია

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის სასახლეში მიიწვია. აღნიშნული განცხადება მან რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გააკეთა.

როგორც ზურაბიშვილმა განმარტა, ის მზადაა, დაჯდეს ივანიშვილთან ერთად და მოიფიქრონ, როგორ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. პრეზიდენტის განცხადებით, ახალი არჩევნების რიცხვი 29 დეკემბრამდე უნდა იყოს შეთანხმებული, შესაბამისად, ელოდება პასუხს.

პრეზიდენტმა ისაუბრა შანსზეც - გახდეს ქვეყანა დემოკრატიის, შერიგების, წინსვლის მაგალითი.

„მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ყველაფერს და მე მზად ვარ, დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები. ოღონდ არჩევნების დანიშვნის რიცხვი შეთანხმებული უნდა იყოს 29-მდე. 29-მდე ჩვენ ყველას გვაქვს დიდი შანსი, რომ ეს ქვეყანა წინ წავწიოთ, რომ ამ ქვეყნიდან მთელ მსოფლიოში წავიდეს დემოკრატიის, შერიგების, წინსვლის მაგალითი. ველოდები პასუხს. ეს ყველაფერი რომ ნათელი იყოს, ხვალ, საღამოს სასახლიდან ჩავწერ სრულ სიტყვას, რადგან აქ არამხოლოდ სცენა, არამედ, როგორც ჩანს, ხმაც დამიპატიმრეს. მაგრამ, არაფერი იქნება. შევხვდებით და გელოდებით“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."