რა ქონებას ფლობს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი ანრი ოხანაშვილი

ნანახია: 217
სრული ინფორმაცია

ახალ მთავრობაში, იუსტიციის მინისტრის პოსტზე პრემიერ მინისტრმა ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა წარადგინა. ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ასევე შეიცვლებიან საგარეო საქმეთა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები.

კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე უმრავლესობის დეპუტატის, მაკა ბოჭორიშვილის კანდიდატურა იქნება წარდგენილი, ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე, უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, დავით სონღულაშვილის.

მაკა ბოჭორიშვილისა და დავით სონღულაშვილის ქონებების შემდეგ, „ბიზნესპრესნიუსი“ ანრი ოხანაშვილის დეკლარაციასაც გთავაზობთ.

წელს, იანვარში შევსებული დოკუმენტის მიხედვით, ანრი ოხანაშვილს საკუთარ სახელზე რეგისტრირებული უძრავი და მოძრავი ქონება არ აქვს. დეკლარაციაში მითითებულია მხოლოდ მეუღლის სახელზე არსებული მიწის ნაკვეთი და 509.8 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, რომელიც 2018 წელს ჩუქებით გადაეცა.

დოკუმენტის მიხედვით, წლის დასაწყისში, ანრი ოხანაშვილს, "თიბისი ბანკის" სახელფასო ბარათზე ჰქონდა 1 392 ლარი, „საქართველოს ბანკის“ სახელფასოზე 35,38 ლარი.

ასევე, მის სახელზე ფიქსირდება, მსუბუქი ავტომობილის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი 9500 აშშ დოლარი, ხოლო დანაზოგი 4000 ევრო.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ანრი ოხანაშვილს, გასულ წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ხელფასის სახით აღებული აქვს 53 449 ლარი, ხოლო თსუ-ს ასისტენტი, ასოცირებული პროფესორის საქმიანობიდან 7017 ლარი.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."