კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!

ნანახია: 222
სრული ინფორმაცია

დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„გუშინ ჩატარდა მარში „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“, რომლის უშუალო მონაწილე მეც ვიყავი. მინდა გამოვეხმაურო სხვადასხვა შეფასებებს და რიგ შემთხვევაში, უნიჭო მანიპულაციებს მარშის მონაწილე ხალხის რაოდენობასთან დაკავშირებით. იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით და აქედან რამდენიმე დღეში არჩევნები 55%-ით მოიგო. როგორც ჩანს, იგივე სცენარი მეორდება, ოპოზიციის სასარგებლოდ.

კიდევ ერთხელ შევახსენებ მოსახლეობას - ვერავინ ვერასდროს გაიგებს, ვის მიეცით ხმა, თუ თქვენ თვითონ არ გაამხელთ. 26 ოქტომბერს მიდით არჩევნებზე, მიეცით ხმა ოპოზიციას და ამით მხარი დაუჭირეთ საქართველოს ევროპულ მომავალს, ანუ პროგრესს და სამართლიანობას!“ - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."