ზურაბ ჭიაბერაშვილი - საბედნიეროდ, ევროპარლამენტსა და ევროსტრუქტურებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ევროპული გზის სასარგებლო არჩევანს გააკეთებს

ნანახია: 246
სრული ინფორმაცია

8 ოქტომბერს ევროპარლამენტი საქართველოს საკითხს განიხილავს და 9 ოქტომბერს მიიღებს რეზოლუციას. საბედნიეროდ ევროპარლამენტს და ევროსტრუქტურებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ევროპული გზის სასარგებლო არჩევანს გააკეთებს, - ამის შესახებ „ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომელიც ბრიუსელში, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვას დაესწრება.

როგორც მან აღნიშნა, ევროპარლამენტი და ევროსტრუქტურები მკაფიოდ გვეუბნებიან, რომ თუ ქართველი ხალხი არჩევანს გააკეთებს ევროპული გზის სასარგებლოდ, მაშინ აქ იქნება უამრავი პოლიტიკური, ეკონომიკური და ფინანსური დახმარება.

„8 ოქტომბერს ევროპარლამენტი საქართველოს საკითხს განიხილავს და 9 ოქტომბერს მიიღებს რეზოლუციას საქართველოზე, რომელიც ქართველი ხალხისთვის მკაფიო მხარდაჭერა იქნება და ასევე, მკაფიო შეთავაზება.

თუ „ქართული ოცნება" დარჩება, სამწუხაროდ, საქართველო იქნება იზოლაციაში და ქართველი ხალხი არათუ სარგებელს ვერ მიიღებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიდან, არამედ საფრთხე შეექმნება იმ სარგებელსაც, რაც დღეს გვაქვს, თუნდაც უვიზო მიმოსვლა ევროპასთან.

მეორე მხრივ, ევროპარლამენტი და ევროსტრუქტურები მკაფიოდ გვეუბნებიან, რომ თუ ქართველი ხალხი არჩევანს გააკეთებს ევროპული გზის სასარგებლოდ, მაშინ აქ იქნება უამრავი პოლიტიკური, ეკონომიკური და ფინანსური დახმარება. საბედნიეროდ ევროპარლამენტს და ევროსტრუქტურებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი სწორედ ევროპული გზის სასარგებლო არჩევანს გააკეთებს", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."