მეთიუ მილერი - უკრაინას არ სჭირდება აშშ-ის ნებართვა მის მიერ წარმოებული იარაღით რუსულ სამიზნეებზე საპასუხო დარტყმისთვის

ნანახია: 260
სრული ინფორმაცია

უკრაინას არ სჭირდება აშშ-ის ნებართვა რუსეთის სიღრმეში მდებარე სამიზნეებზე საპასუხო დარტყმების განსახორციელებლად, რადგან მას შეუძლია გამოიყენოს იარაღი, რომელსაც თავად აწარმოებს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

„უკრაინას არ სჭირდება ჩვენი ნებართვა რუსულ სამიზნეებზე საპასუხო დარტყმისთვის. ის სუვერენული ქვეყანაა და შეუძლია გამოიყენოს იარაღი, რომელსაც თავად ქმნის“, - აღნიშნა მილერმა.

მისი თქმით, რაც შეეხება იმ იარაღს, რომელსაც უკრაინას აშშ აწვდის, მათ ნათლად განაცხადეს, რომ შეუძლიათ გამოიყენონ ისინი საპასუხო დარტყმისთვის საზღვრის გასწვრივ რუსეთის სამიზნეების წინააღმდეგ, რომლებითაც თავდასხმები ხორციელდება.

„ასე რომ, უკრაინას აქვს უზარმაზარი მასალა თავის დასაცავად. ჩვენ ყოველთვის განვიხილავთ, არის თუ არა დამატებითი ინსტრუმენტები, რომელთა მიწოდება შეგვიძლია. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩვენ მათთვის დამატებით 8 მილიარდ აშშ დოლარს უზრუნველვყოფთ და ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას“, - აღნიშნა მილერმა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."