საპარლამენტო ოპოზიცია პოლიტიკური ბოიკოტის გამო არც მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომებს დაესწრება

ნანახია: 200
სრული ინფორმაცია

საპარლამენტო ოპოზიცია პოლიტიკური ბოიკოტის გამო არც მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომებს დაესწრება.

პარლამენტის ბიურომ, დღევანდელ სხდომაზე, ბოიკოტის შესახებ რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფისა და ოპოზიციონერი დეპუტატის მიმართვა ცნობად მიიღო. პოლიტიკური შეხედულებების გამო სხდომას არ დაესწრება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“, პოლიტიკური ჯგუფები: - „ლელო“, „მოქალაქეები“, „რეფორმების ჯგუფი“, „ევროოპტიმისტები“, „თავისუფლება“, „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“, ასევე პარლამენტის უფრაქციო წევრები: არმაზ ახვლედიანი, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, გრიგოლ ვაშაძე თამარ ჩარკვიანი, დავით ბაქრაძე.

„წინასაარჩევნოდ მანდატს ითხოვენ იმ დაწესებულებაში სამუშაოდ, სადაც ისინი არ დადიან - ცოტა გაუგებარია, რანაირად ჯდება ეს ლოგიკაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."