რასა იუკნევიჩიანე - მაპატიეთ ქართველებო, მაგრამ უნდა ვთქვა: ბიძინა ივანიშვილი და ევროკავშირში გაწევრიანება შეუთავსებელია - დებიძინიზაციის გარეშე, ვერ ვხედავ ვერანაირ შესაძლებლობას ამ ქვეყნისთვის, იყოს ჩვენთან

ნანახია: 238
სრული ინფორმაცია

ბიძინა ივანიშვილი და ევროკავშირში გაწევრიანება შეუთასებელია ერთმანეთთან. ამ ქვეყნის დებიძინიზაციის გარეშე ვერ ვხედავ ვერანაირ შესაძლებლობას ამ ქვეყნისთვის, იყოს ჩვენთან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ თბილისში მიმდინარე ორდღიანი კონფერენციის „გარდამტეხი წელი“ ფარგლებში გამართულ პანელზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ იყო ევროკავშირის მხრიდან დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, არამედ უფრო ქართველი ხალხის წახალისება.

„მაპატიეთ ქართველებო, მაგრამ უნდა ვთქვა ეს: ბიძინა ივანიშვილი და ევროკავშირში გაწევრიანება შეუთავსებელია. ამ ქვეყნის დებიძინიზაციის გარეშე, ვერ ვხედავ ვერანაირ შესაძლებლობას ამ ქვეყნისთვის, იყოს ჩვენთან, მიუხედავად იმისა, რომ მხიბლავს, მომწონს ის, თუ რას ფიქრობს ქართველი ხალხი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ იყო ევროკავშირის მხრიდან დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. ეს უფრო მეტად იყო ქართველი ხალხის წახალისება, არ დანებდნენ. იმის თქმა, რომ ჩვენ ერთად ვართ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მისი თქმით, თუ ქვეყანაში სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება, არ არის გამორიცხული, გადაიხედოს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხი.

„არ ვიცი, მოვახერხებთ თუ არა შევიკავოთ თავი იმისგან, რომ არ გავმართოთ დებატები, მაგალითად, უვიზო მიმოსვლის საკითხზე თუკი აქ ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდება. ეს რთული იქნება, მაგრამ პირადად მე დავიწყე ამაზე ფიქრი“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მისი თქმით, საქართველო იყო მოწინავე ქვეყანა რეფორმების და სხვა საკითხების კუთხით და ნამდვილად საკვირველია, რომ ახლა ამ რეგიონში სომხეთი უფრო წინ დგას, ვიდრე საქართველო.

„ეს ასეა, იმის მიხედვით, როგორც ჩვენ გარედან ვაფასებთ სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებას“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."