იან კელი - დასავლეთისგან შებრუნების პროცესი რამდენიმე წელია მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენი, აშშ-ის მთავრობასთან ურთიერთობების შეცვლის ნამდვილი გამომწვევი იყო „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი - სამყარო თავდაყირა დატრიალდა საქართველოში!

ნანახია: 224
სრული ინფორმაცია

დასავლეთისგან შებრუნების პროცესი რამდენიმე წელია მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენი, აშშ-ის მთავრობასთან ურთიერთობების შეცვლის ნამდვილი გამომწვევი იყო „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი, - ამის შესახებ საქართველოში აშ-ის ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე - „2024- გადამწყვეტი წელი“- განაცხადა.

ყოფილმა ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს გენში აქვს პროდასავლურობა და ამ გზაზე მას შეერთებული შტატები არა მხოლოდ რიტორიკულ, არამედ მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას უწევს, თუმცა ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, განსაკუთრებით კი „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღებამ გამოიწვია ის, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მთავრობას პირდაპირი დახმარება შეუწყვიტა.

„თითქოს ვგრძნობ, რომ სამყარო თავდაყირა დატრიალდა საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ პროდასავლური ხაზი გრძელდება, ის, რაც ხდება ხელისუფლების დონეზე ხდება, ნამდვილად დამაბნეველია. დასავლეთისგან შებრუნების პროცესი რამდენიმე წელია მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენთან, აშშ-ის მთავრობასთან ურთიერთობების შეცვლის ნამდვილი გამომწვევი იყო უცხოური აგენტების შესახებ კანონი. არასდროს ვიფიქრებდი, რომ ვიხილავდი მომენტს, როდესაც საქართველოს მთავრობას ყველა პირდაპირ დახმარებას შევუწყვეტდით, მაგრამ სწორედ აქ ვართ - ჩვენ შევუწყვიტეთ საქართველოს მთავრობას პირდაპირი დახმარება, გავაუქმეთ „ღირსეული პარტნიორის“ პროგრამა“, - აღნიშნა ყოფილმა ელჩმა.

ამასთან, იან კელიმ ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდამჭერ პროგრამებს.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."