ალეკო ელისაშვილი - „ქართული ოცნების“ პოლიტიკაა ქართული ჯარისთვის დღეს რუსული ზეთი იყიდოს, ხვალ რუსულ იარაღს იყიდიან, მერე რუსულ ფორმას ჩააცმევენ, შემდეგ კი რუს ოფიცრებს მოიყვანენ - ეს გამაოგნებელია

ნანახია: 241
სრული ინფორმაცია

„ქართული ოცნების“ პოლიტიკაა დღეს ქართული ჯარისთვის რუსული ზეთი იყიდოს, ხვალ რუსულ იარაღს იყიდიან, მერე რუსულ ფორმას ჩააცმევენ და შემდეგ რუს ოფიცრებს მოიყვანენ და ჩვენ თავდაცვის ძალებს დაუქვემდებარებენ! - ეს განცხადება საარჩევნო გაერთიანება “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გააკეთა.

ელისაშვილი გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, ივნისში მთავრობამ ქართული ჯარისთვის რუსული ზეთი ტენდერის გარეშე შეიძინა.

ელისაშვილის შეფასებით, აღნიშნული გამაოგნებელი და შეურაცხმყოფელია თითოეული ქართველისთვის და თავად საქართველოს შეიარაღებეული ძალებისთვის.

“დღეს გავიგეთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო რუსულ ზეთს ყიდულობს და ქართველი მეომრების გამოსაკვებად რუსულ ზეთს იყენებს.

30 წელია ჩვენი არმია რუსულ არმიას - რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უპირისპირდება. როგორ შეიძლება ქართულ ჯარს ასეთი რამ აკადრო?! ამ ყველაფერს მიზანმიმართულად აკეთებენ - გვაგუებენ იმას, რომ რუსეთში მიგვათრევენ, მათ შორის აი, ამ ფორმით, რითაც ქართულ ჯარს შეურაცხყოფას აყენებენ. გვეუბნებიან, რომ ჩვენი თავდაცვის ძალებიც უნდა შეეგუოს რუსეთში შესვლას და რუსეთს დაქვემდებარებას.

ეს ამაზრზენი რეალობას, რასაც “ქართული ოცნება“ გვახვევს თავს, უნდა შევცვალოთ - ერთად უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი არმიის ღირსების დასაბრუნებლად და ქვეყნის ღირსების დასაბრუნებლად! უნდა შევცვალოთ ეს შეუარცხმყოფელი რეალობა!“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."