დიმიტრი მედვედევი - სპეციალური სამხედრო ოპერაცია უნდა წავიდეს ხარკოვამდე, კიევამდე, ოდესამდე და მის ფარგლებს გარეთ

ნანახია: 249
სრული ინფორმაცია

სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ ახლა ღია ექსტრატერიტორიული ხასიათი უნდა შეიძინოს და სხვა საკითხებთან ერთად, კიევის აღებას უნდა მოიცავდეს, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა.

„ამიერიდან, სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ ღია ექსტრატერიტორიული ხასიათი უნდა შეიძინოს. ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ჩვენი ოფიციალური ტერიტორიების დაბრუნების და ნაცისტების დასჯის ოპერაცია. შესაძლებელი და აუცილებელია ჯერ კიდევ არსებული უკრაინის მიწებისკენ წასვლა. ოდესაში, ხარკოვში, დნეპროპეტროვსკში, ნიკოლაევში, კიევში და მის ფარგლებს გარეთ“, - აღნიშნა მედვედევმა.

მისი მტკიცებით, „უკრაინის რაიხის გარკვეული აღიარებული საზღვრების თვალსაზრისით“ შეზღუდვები არ უნდა არსებობდეს და უფრო მეტიც, ახლა, ეს უნდა განიხილებოდეს ღიად, უხერხულობისა და დიპლომატიური რევერანსების გარეშე.

„ბანდერელების“ ტერორისტულმა ოპერაციამ ამ თემიდან ყოველგვარი ტაბუ უნდა მოხსნას. დაე, ეს ყველამ გაიგოს, მათ შორის ინგლისელმა ნაძირლებმაც: შევჩერდებით მხოლოდ მაშინ, როცა ამას ჩვენთვის მისაღები და მომგებიანი მივიჩნევთ“, - აღნიშნა მედვედევმა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."