ირაკლი ზარქუა - თითქოსდა, განახლებული სახეებით არაფერი იცვლება - „ნაცი“ „ნაცად“ რჩება, წინ გინდ ორიანი მიუწერე და გინდ - ხუთიანი, მაინც „ნაცები“ არიან თავიდან ბოლომდე - სამარცხვინო სიტუაციაა! ერთმანეთში აქვთ ქიშპი

ნანახია: 280
სრული ინფორმაცია

ამ სახეებით - თითქოსდა, განახლებული სახეებით არაფერი იცვლება - „ნაცი“ „ნაცად“ რჩება, წინ გინდ ორიანი მიუწერე და გინდ - ხუთიანი, მაინც „ნაცები“ არიან თავიდან ბოლომდე, ხუთია მათი ციფრი და „ნაცია“ მათი სახელი! - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განუცხადა.

ზარქუას თქმით, მიმდინარეობს შიდა ბრძოლა გავლენებისთვის, „ხალხის ინტერესები კი სულ ფეხებზე ჰკიდიათ, - მთავარია, თუ ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური პარტია“.

“გუშინ, ჩემი „ხაბე“ ისევ დამიჩაგრეს. ამ ბიჭმა ასეთი რა დააშავა, რომ სცენაზეც არ აუშვეს, განახლებულ სიაშიც ვერ მოხვდა - „ხაბე“ გამაგრდი, გგულშემატკივრობ!

ახალი სახე გიორგი ვაშაძეა, თინა ბოკუჩავა, თუ არმაზ დიდი, პარლამენტში რომ ლექციებს ატარებდა ხოლმე?! - ციფრი დაიტოვეს, სათაური შეცვალეს! მათზე სერიოზულად როგორ უნდა ილაპარაკო, აგდებულად უნდა ილაპარაკო! ნეტა, ბელადმა იცის, მის პარტიას სახელი რომ გადაარქვეს? - თავისი პარტიის სახელწოდება რცხვენიათ და შეცვალეს! ახალ სახედ არმაზ ახვლედიანი და თამარ კორძაია უნდა შემოგვასაღონ. კორძაიას მიმართ მეგრული სოლიდარობა მაქვს და არ ვიცი, ამ გაუგებრობაში როგორ მოხვდა.

ვინაა ახალი სახე? - ერთი გვარამიაა ახალი სახე პოლიტიკაში და მეორე ნიკა მელია. სამარცხვინო სიტუაციაა! ერთმანეთში აქვთ ქიშპი“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.


ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."