მამუკა მდინარაძე - სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ და ნიკა გვარამიას თოჯინა გახდა

ნანახია: 229
სრული ინფორმაცია

„ნაცმოძრაობის“ და ნიკა გვარამიას თოჯინა გახდა, ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ ფორმალურად პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნათელაშვილის ფანჩატური სალომეს ფანჩატურად გადაიქცა“.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ძალიან წვალობენ. სინამდვილეში, არიან ერთი ქოლგის ქვეშ. ნათელაშვილის ფანჩატური სალომეს ფანჩატურად გადაიქცა. თავად სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამ დავალებების მიმღებების საერთო ქვაბში იხარშება, სამწუხაროდ და ამის თქმა ცოტა მძიმეა, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ და ნიკა გვარამიას თოჯინა გახდა. ადამიანი, რომელიც გუშინ რეზიდენტს უწოდებდა, მისი დავალების მიმცემი გახდა. დავალების მიმღებისგან დავალებებს იღებს. მესამე რგოლია დავალების მიმღებთა შორის“, - განაცხადა მდინარაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, მოლოდინი აქვს, თუ არა, რომ ოპოზიცია ერთიანობის დეკლარაციის ფარგლებში საპრეზიდენტო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილს დაასახელებს, მდინარაძე ამბობს, რომ „რა თქმა უნდა, ისინი თავის თოჯინას მხარს დაუჭერენ“.

„სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი მათი თოჯინა გახდა. რა თქმა უნდა, ისინი თავის თოჯინას მხარს დაუჭერენ. როგორც თოჯინების თეატრშია, ერთი-ერთში, რა მოძრაობასაც ისინი ვერბალურად ახორციელებენ, ზუსტად იგივე ტრაექტორიით სალომე ზურაბიშვილი მოძრაობს. როგორც გააქნევენ ხელს ჩვენი „ნაცი“ ოპონენტები, ზუსტად იგივეს სალომე ზურაბიშვილი იმეორებს. დააკვირდით, საერთო „მესიჯ ბოქსში“ არიან“, - აღნიშნა მდინარაძემ.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."