ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო - ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვი 4 651-მდე გაიზარდა

ნანახია: 213
სრული ინფორმაცია

ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად, ღაზას სექტორში 7 ოქტომბრიდან დღემდე 4 651 პალესტინელი დაიღუპა, - ინფორმაციას ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი მტკიცებით, დაღუპულთა 40%-ს ბავშვები შეადგენენ.

ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაშავებულია 14 245-ზე მეტი ადამიანი, მათგან 70% ბავშვები და ქალები არიან.

Reuters-ის ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა აშრაფ ალ-ქუდრამ დღეს განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 266 პალესტინელი, მათ შორის 117 ბავშვი, დაიღუპა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."