თანამდებობები, რომელზეც გენდერული სახელფასო სხვაობა ყველაზე მაღალია

ნანახია: 389
სრული ინფორმაცია

2022 წელს შესწორებულმა გენდერულმა საათობრივმა სახელფასო სხვაობამ 15.4 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი ყოველთვიური სახელფასო სხვაობის შემთხვევაში 23 პროცენტია. გასულ წელთან შედარებით გენდერული საათობრივი სახელფასო სხვაობა 0.4 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, ხოლო ყოველთვიური სახელფასო სხვაობა გაზრდილია - 1.6 პროცენტული პუნქტით.

2022 წელს მრეწველობის სფეროში შესწორებულმა გენდერულმა საათობრივმა სახელფასო სხვაობამ 21.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო მომსახურების სფეროში - 14.7 პროცენტი.

დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით, ყველაზე დიდი შესწორებული საათობრივი გენდერული სახელფასო სხვაობა დანადგარებისა და მოწყობილობების ოპერატორების და ამწყობების პოზიციაზე დაფიქსირდა და 53.4 პროცენტი შეადგინა, მეორე ადგილზეა ხელოსნები და მონათესავე სფეროების მუშები (42.7%).

დიაგრამაზე წარმოდგენილია შესწორებული საათობრივი და ყოველთვიური გენდერული სახელფასო სხვაობა დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით:

xelfas-1697443956.jpg


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."