მიხეილ სააკაშვილი - ჩემ დროს რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ვადა 3 თვე იყო, რუსული დაზვერვის ქსელი კი განადგურებული გვქონდა - ახლა უშიშროების მაღალჩინოსნები რუს მზვერავებს და ჯაშუშებს ტრაპთან ხვდებიან, სუფრას უშლიან

ნანახია: 215
სრული ინფორმაცია

უშიშროების მაღალჩინოსნები რუს მზვერავებს და ჯაშუშებს ტრაპთან ხვდებიან, სუფრას უშლიან და საიდუმლო ობიექტებზე ექსკურსიაზე დაატარებენ,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ჩვენი საიდუმლო რუკები და მონაცემთა ბაზები რუსეთს აქვს გადაცემული.

“ხაზი მინდა გავუსვა რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს რუსეთთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით:

ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში უვიზო რეჟიმის ვადა რუსეთის მოქალაქეებისთვის იყო 3 თვე, ჩვენს უშიშროების სამსახურებში მუშაობდნენ პატრიოტები და საქართველოში რუსული დაზვერვის ქსელი იყო განადგურებული.

უვიზო მიმოსვლის ამოცანას წარმოადგენდა ის, რომ რუსებს ენახათ, თუ როგორი წარმატებული სახელმწიფო ვართ, არ დაეჯერებინათ რუსული პროპაგანდისთვის და მოეთხოვათ რეფორმები რუსეთში, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს უსაფრთხოებისთვის.

ისინი პირდაღებულები და შოკირებულები დადიოდნენ ჩვენს ქუჩებში და უყურებდნენ ახალ საქართველოს.

ახლა კი, უშიშროების მაღალჩინოსნები რუს მზვერავებს და ჯაშუშებს ტრაპთან ხვდებიან, სუფრებს უშლიან და საიდუმლო ობიექტებზე ექსკურსიებზე დაატარებენ.

ჩვენი საიდუმლო რუკები და მონაცემთა ბაზებიც კი გადასცეს რუსეთს.

დღეს, 1-წლიანი უვიზო რეჟიმის პირობებში რუსეთის მოქალაქეები ბიზნესებს საქართველოში, როგორც ლეგალურად, ასევე არალეგალურად იწყებენ.

ისინი არ იხდიან გადასახადებს. შესაბამისად, უფრო იაფად სთავაზობენ სერვისებს მომხმარებლებს.

აქედან გამომდინარე, ქართულ კომპანიებს ართმევენ შემოსავალს და იკავებენ ჩვენს სამუშაო ადგილებს.

რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში შექმნეს ავტონომიური სისტემა, სადაც ერთმანეთს სხვადასხვა სერვისსა და მომსახურებას აწვდიან, ქმნიან დახურულ ქსელებს, ყიდულობენ და აქირავებენ უძრავ ქონებას, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი ქართველებისთვის და ქართული კომპანიებისთვის.

კორუფციული სქემების დახმარებით ისინი მასობრივად იღებენ საქართველოს მოქალაქეობას და ყიდულობენ ქართულ მიწებს, რაც განსაკუთრებით საშიში მოვლენაა“, - წერს სააკაშვილი.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."