ვოლოდიმირ ზელენსკი - წლის მეორე ნახევარში უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების პაკეტი საკმაოდ რეალური გახდება - ამ მომენტისთვის 12 პარტნიორი ქვეყანა შეუერთდა “დიდი შვიდეულის” დეკლარაციას

ნანახია: 129
სრული ინფორმაცია

უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე “დიდი შვიდეულის” დეკლარაციას 12 ქვეყანა შეუერთდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა.

“ნატო-სკენ გზაზე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები. ამ წლის მეორე ნახევარში, ჩვენი ქვეყნისთვის უსაფრთხოების გარანტიების პაკეტი საკმაოდ რეალური გახდება. ამ მომენტისთვის, [უკვე] 12 პარტნიორი ქვეყანა შეუერთდა “დიდი შვიდეულის” საერთო დეკლარაციას. ესენი არიან ბელგია, დანია, ირლანდია, ისლანდია, ესპანეთი, ნორვეგია, ნიდერლანდები, პორტუგალია, რუმინეთი, ფინეთი, ჩეხეთი, შვედეთი”,-განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პარტნიორებთან ორმხრივ შეთანხმებებზე მუშაობა ამ კვირაში დაიწყება. ზელენსკის თქმით, აშშ პირველი ქვეყანა იქნება, რომელთანაც უკრაინა ამაზე იმუშავებს.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."