საერთაშორისო ბირჟაზე ხორბლის ფასი სამ დღეში 13%-ით გაიზარდა

ნანახია: 286
სრული ინფორმაცია

საერთაშორისო ბაზრებზე ხორბლის ფასი მვეთრად იზრდება. 17 ივლისს რუსეთის მიერ მარცვლეულის შეთანხმების დატოვების შემდეგ ჩიკაგოს ხორბლის ფიუჩერსები 13%-ითაა გაძვირებული და ერთ ბუშელზე 733 დოლარს შეადგენს.

უნდა ითქვას ისიც, რომ ჯერჯერობით, ხორბლის ფასი ყველა დროის პიკთან, 1,348 დოლართან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია. ფასები მკვეთრად გაიზარდა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე კვირაში, თუმცა, ვითარების სტაბილიზების შემდეგ ღირებულებამაც დაიკლო.

ანალიტიკოსების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ შეთანმების შეჩერება ფასების ზრდას იწვევს, ახლო მომავალში მას სასურსათო ინფლაციაზე მკვეთრი გავლენა არ ექნება. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული რუსეთის მიერ ხორბლის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებაზეც, მაგალითად, გაზრდის თუ არა ვლადიმერ პუტინი ხორბლის საექსპორტო გადასახადს.

ცნობისთვის, შეთანხმებას თურქეთისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთობლივი შუამავლობით მიაღწიეს გასული წლის ივლისში და მსოფლიო სასურსათო კრიზისის თავიდან აირდებისკენ იყო მიმართული. გაეროს მონაცემებით, მარცვლეულის შეთანხმებამ უკრაინას საშუალება მისცა, 32 მილიონი ტონა სურსათი გაეტანა ექსპორტზე მსოფლიოს 45 ქვეყანაში.

შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა მოკლე ვადებით რამდენჯერმე განახლდა რუსეთის უკმაყოფილების გამო იმ შეზღუდვებზე, რომელიც მას მარცვლეულისა და სასუქის გადაზიდვას უზღუდავს.

მოგვიანებით, პუტინმა განაცხადა, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას რუსეთი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში დაუბრუნდება, რაც ქვეყნის სასოფლო-სამერუნეო ბანკის საერთაშორისო საგადასახადო სისტემაში ხელახლა ჩართვას გულისხმობს.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."