ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმზე გადადის

ნანახია: 171
სრული ინფორმაცია

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმზე გადადის, რაც იმაში გამოიხატება, რომ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა ამ ეტაპზე მანდატებს ინარჩუნებს.

შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით განცხადება პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა გააკეთა.

„ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იღებს გადაწყვეტილებას და საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს, რაც გულისხმობს იმას, რომ არც პლენარულ სხდომებში, არც საკომიტეტო მოსმენებსა და სხვა საპარლამენტო ფორმატებში მონაწილეობას აღარ მივიღებთ.

პარტია და ფრაქცია გააგრძელებს კონსულტაციებს პროტესტის კიდევ უფრო მძიმე ფორმების შესახებ. საუბარია მანდატების დატოვებაზე. კონსულტაციები გვექნება ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან.


საპარლამენტო და გარე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან და ბუნებრივია, პოლიტიკური ვითარების განვითარების კვალდაკვალ, გადაწყვეტილი გვაქვს პროტესტის კიდევ უფრო მძიმე ფორმები გამოვიყენოთ“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."