ევროკომისიამ რუსეთის პატრიარქ კირილისთვის სანქციების დაწესების რეკომენდაცია გასცა — მედია

ნანახია: 331
სრული ინფორმაცია

ევროკომისიამ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის, პატრიარქ კირილისთვის სანქციების დაწესების რეკომენდაცია გასცა.


ინფორმაციას საერთაშორისო მედიები ავრცელებენ.


Deutsche Welle წერს, რომ ამ ინფორმაციას AFP ევროკომისიის დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხოლო, New York Times-ს კირილის დასანქცირებაზე ინფორმაცია იმ დიპლომატებმა მიაწოდეს, ვინც დოკუმენტი ნახა, თუმცა საჯაროდ საუბრის უფლება არ აქვს.


ევროკავშირი საქნციების მეექსვე პაკეტს დღეს საღამოს გამოაცხადებს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ სანქცირებულთა სიაში იქნებიან ის სამხედრო ოფიცრები, რომლებმაც ბუჩაში ომის დანაშაულები ჩაიდინეს.

მისივე თქმით, აპირებენ რუსული ნავთობის იმპორტის ეტაპობრივად გაუქმებას, რათა რუსეთზე ზეწოლა გაიზარდოს.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."