,,თქვენ ვერ მიიღებთ იმას, რომ წყნარად ისე ჩავქრე, ვითომ არაფერი"- მიხეილ სააკაშვილი

ნანახია: 439
სრული ინფორმაცია

,,თქვენ ვერ მიიღებთ იმას, რომ წყნარად ისე ჩავქრე, ვითომ არაფერი. თქვენ ნახავთ, თუ საჭირო გახდა, როგორ თავაწეული კვდებიან ნამდვილი პრეზიდენტები და ნამდვილი ლიდერები", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, 2008 წელს ომი საქართველომ კი არ დაიწყო, არამედ იმდროინდელმა ხელისუფლებაში მყოფმა გუნდმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" საქართველო გადაარჩინა და მისი განცხადებით, ის ახლა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დავალებით, სწორედ ამისთვის ისჯება.

"თქვენ ხედავთ, რა ხდება უკრაინაში და თუკი ვინმე სულელს ან უსინდისოს დღეს ჰგონია, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ მე მგონი, კარგად უნდა შეხედოს უკრაინას. ჩვენ ომი კი არ დავიწყეთ, ჩვენ საქართველო გადავარჩინეთ და ამისთვის ვისჯები ახლა მე და მათ შორის, ამისთვის ხორციელდება პუტინის დავალებით, არსებული რეჟიმის და მაფიოზური კლანის მიერ შეგნებულად ჩემი ინვალიდიზაცია და მკვლელობა. ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით. აქედან გამომდინარე მე მინდა ვთქვა, რომ თქვენ ვერ მიიღებთ იმას, რომ წყნარად ისე ჩავქრე, ვითომ არაფერი. თქვენ ნახავთ, თუ საჭირო გახდა, როგორ თავაწეული კვდებიან ნამდვილი პრეზიდენტები და ნამდვილი ლიდერები. მე ვაცხადებ დღეიდან უვადო შიმშილობას. ეს არის რეაქცია იმაზე, თუ როგორ გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩვენს ხალხს", - განაცხადა სააკაშვილმა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."