კელი დეგნანი - საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც ნამდვილად მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, სურთ რეფორმების პროცესის გაგრძელება იხილონ

ნანახია: 441
სრული ინფორმაცია

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, ევროკავშირს, აშშ-სა და სხვებს, რომლებიც ნამდვილად მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, სურთ რეფორმების პროცესის გაგრძელება იხილონ , - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებას გამოეხმაურა.

„ეს არის ნორმალური პროცესის ნაწილი, რომ გაგრძელდეს ის რეფორმები, რაზეც საქართველო ბოლო 20 წლის განმავლობაში მუშაობს და მოლოდინი არის, რომ ეს უნდა გაგრძელდეს. პარლამენტმა სთხოვა რეკომენდაციები ოდირს, ვენეციის კომისიას და სხვა საერთაშორისო ექსპერტებს და ეს რეკომენდაციები უნდა შესრულდეს. რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს ლიდერები რამდენჯერმე შეთანხმდნენ, მათ შორის მმართველი პარტია, რომ ეს რეფორმები არის საქართველოს საუკეთესო ინტერესებში. ვფიქრობ, ახლა ნამდვილად არსებობს იმედი, რომ ახლა, როცა არჩევნები დასრულდა ყველა პარტია კვლავ ერთად და კონსტრუქციულად იმუშავებს, რომ განახორციელოს ეს რეფორმები, დაამტკიცოს კანონმდებლობა და შეინარჩუნოს საქართველოს წინსვლა იმ გზაზე, რომლით სვლაც ქართველების უმეტესობის სურვილია. ეს არის საქართველოს, როგორც ძლიერი, სუვერენული სახელმწიფოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ ოჯახში, რომელსაც აქვს მდიდარი ისტორია და რომელსაც ევროპული ქვეყნების ოჯახში საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლია. საქართველოს ბევრი რამ აქვს იმისთვის, რომ წვლილი შეიტანოს, მას აქვს ევროპის ნაწილად ყოფნის ისტორია. ასე რომ, ბუნებრივია, ის, რომ საქართველომ ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის პროცესი განაგრძოს. იმედი მაქვს, ამ პროგრესს ძალიან მალე ვიხილავთ“,- აღნიშნა ელჩმა.

შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს, ევროკომისარს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰელს მიმართავენ და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ.

წერილში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებს, ქმნიან გადაულახავ დაბრკოლებებს წინსვლისთვის ევროინტეგრაციის გზაზე და ძირს უთხრიან ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს განამტკიცოს ევროპული მომავალი.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."