მზია ამაღლობელი - მოძალადეს ბოდიშს არ უხდიან, ეს მინდა, იცოდეთ ჩემი განწყობის დასადგენად - ყველაფერს გავაკეთებ ევროინტეგრაციისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის, ეს თუ არის დანაშაული, ალბათ, უნდა დამაკავონ

ნანახია: 131
სრული ინფორმაცია

მოძალადეს ბოდიშს არ უხდიან, ეს მინდა იცოდეთ ჩემი განწყობის დასადგენად , -ამის შესახებ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

ამაღლობელის თქმით, ის ბუნებით კრიმინალი არ არის და რაც კრიმინალთან არის დაკავშირებული სძულს.

მისივე თქმით, მან ზუსტად იცის, პატიმრობაში არ ყოფნის შემთხვევაში რას გააკეთებს - დანაშაულს არ ჩაიდენს.

„რაც შეეხება ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, სიმართლე გითხრათ, პირველი დღიდან, როცა ეს გაჟღერდა ვერ ვხვდები, რას ნიშნავს დანაშაულის ჩადენა, იმიტომ, რომ ბუნებით კრიმინალი არ ვარ და ყველაფერი, რაც კრიმინალთან არის დაკავშირებული მძაგს, ატანა არ მაქვს. ახალი დანაშაული თუ უნდა ჩაიდინო, უნდა დაგეგმო ხომ ან თუ ახალი დანაშაულის ჩადენა შემიძლია, საპატიმროში რატომ არ შემიძლია?!

ერთადერთი ვიცი, რომ პატიმრობაში თუ არ ვიქნები, ზუსტად ვიცი რას გავაკეთებ, დანაშაულს არ ჩავიდენ, იმიტომ, რომ არ ვარ კრიმინალი, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ ქვეყნის ევროინტეგრაციისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის, ეს თუ არის დანაშაული, მაშინ ალბათ, უნდა დამაკავონ. ევროინტეგრაციისთვის და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის ყველაფერს გავაკეთებ", - განაცხადა ამაღლობელმა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."