ზვიად ქორიძე მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდებაზე - არ შეიძლება მოქალაქეები, რომლებიც ასე შიშველი ხელებით დგანან პირდაპირ დიქტატურის პირისპირ, მშვიდად შეხვდნენ ასეთ უსირცხვილო გადაწყვეტილებებს

ნანახია: 147
სრული ინფორმაცია

არ შეიძლება მოქალაქეები, რომლებიც ასე შიშველი ხელებით დგანან პირდაპირ დიქტატურის პირისპირ, მშვიდად შეხვდნენ ასეთ უსირცხვილო გადაწყვეტილებებს, - ასე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენელი, ზვიად ქორიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც „ბათუმელების“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა.

„მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვებამ საზოგადოების სწორი რეაქცია გამოიწვია იმიტომ, რომ არ შეიძლება მოქალაქეები, რომლებიც ასე შიშველი ხელებით დგანან პირდაპირ დიქტატურის პირისპირ, მშვიდად შეხვდნენ ასეთ უსირცხვილო გადაწყვეტილებებს. ჩვენ კარგად ვხედავთ იმას, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ამ პოლიციურმა სისტემამ, ამ დიქტატურამ, რომ საპატიმროში ჩაესვათ მზია ამაღლობელი. დგებუაძე, რომელიც უსახური ლავასოღლის მარჯვენა ხელია, ყვიროდა იმას, რომ „სისხლით“ უნდა გავუშვათ ეს ადამიანიო, მას განზრახვა ჰქონდა“,- განაცხადა ქორიძემ.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.

მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური და შეძახილები მოჰყვა. „თავისუფლება მზიას“ - სკანდირებდნენ სხდომაზე დამსწრეები. დარბაზში მყოფმა ჟურნალისტებმა მოსამართლესა და პროკურორებს მიმართეს სიტყვებით: „ივანიშვილის მონებო“, „რუსები ხართ“, „შეგრცხვეთ, ჟურნალისტებს რომ ციხეში უშვებთ“, „მოღალატეებო“.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."