"ანტისანიტარია, ღირსების შემლახავი პირობები" - ომბუდსმენის მონიტორინგის შედეგები მოხუცთა პანსიონატებში

ნანახია: 84
სრული ინფორმაცია

სახალხო დამცველის აპარატი 2023 წელს თბილისში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში კერძო დაფინანსების მქონე ხანდაზმულთა პანსიონატის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. დასკვნის მიხედვით, ინფრასტრუქტურულად დაწესებულებების ნაწილი კეთილმოწყობილი არაა და ბენეფიციარები მძიმე ანტისანიტარიულ, ღირსების შემლახავ პირობებში არიან.

რა წერია დასკვნაში

● ომბუდსმენი განსაკუთრებით მწვავედ აფასებს კერძო დაფინანსებით მოქმედ ხანდაზმულთა დაწესებულებების შესახებ სახელმწიფოს არაინფორმირებულობას. აპარატის გავრცელებული ინფორმაციით, პანსიონატთა საქმიანობისთვის სამართლებრივი სტანდარტები არ არსებობს და ისინი სახელმწიფო კონტროლს არ ექვემდებარება. ამასთან, დაწესებულების ხელმძღვანელებს ხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებზე ინფორმაცია არ აქვთ.

● ჰიგიენაზე საუბრისას სახალხო დამცველის აპარატი წერს:

“მათზე ზრუნვა, ძირითადად, ჰიგიენური და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით ამოიწურება, რაც ზრუნვის მინიმალურ მოთხოვნებსაც არ შეესაბამება. ხანდაზმულები ხშირად დისკრიმინაციულ, ღირსების შემლახველ მდგომარეობაში იმყოფებიან და უმეტესობამ არაფერი იცის საკუთარი უფლებების შესახებ. დაწესებულებებში უგულებელყოფილია ჯანმრთელობის დაცვა; დარღვეულია კვების სტანდარტი. მენიუს შემადგენლობა ღარიბი, არასრულფასოვანი და ერთფეროვანია.”


 სკამის ფეხის თავში დარტყმა, ცივ იატაკზე დაყენება: რა ხდებოდა ნინოწმინდის პანსიონში. ომბუდსმენის ანგარიში
 სახალხო დამცველი: ნინოწმინდის პანსიონზე გამოძიება გაუპატიურების მუხლითაც მიმდინარეობს
 სომხეთის ნეიროფსიქოლოგიური პანსიონის მცხოვრებლების წამება და ექსპლუატაცია



● შემოწმებამ აჩვენა, რომ ხანდაზმულთა უფლებები პანსიონატში ჩარიცხვის პროცედურიდან ირღვევა. კერძოდ, ჩარიცხვის შესახებ განცხადებაში ხანდაზმულის ნება მკაფიოდ გამოხატული არ არის, და ხშირად, მის ნაცვლად განცხადებას ხელს ოჯახის წევრი აწერს.

● მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ სერვისებში არ არის გათვალისწინებული ბენეფიციართა ემოციური მოწყვლადობა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას სათანადო ყურადღება არ ექცევა.

● სახალხო დამცველი პერსონალთა კვალიფიკაციასთან და შრომის უფლებებთან დაკავშირებულ გამოწვევებზეც საუბრობს:

“მზრუნველებს არ აქვთ სპეციალური ცოდნა ხანდაზმულთა მოვლისა და ზრუნვის საჭიროებების შესახებ და არც პროფესიული განვითარების შესაძლებლობა აქვთ. ამასთან, დარღვეულია ბენეფიციართა განაწილების სტანდარტები, რაც ზოგიერთი თანამშრომლის ზედმეტ გადატვირთვას იწვევს.”

● ომბუდსმენი მიუთითებს, რომ ეს შედეგები სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების საჭიროებას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

“ყველა სამართლებრივი ფორმისა და დაფინანსების მქონე ხანდაზმულთა დაწესებულების ფუნქციონირებისთვის ერთიანი სახელმწიფო ზრუნვის სტანდარტების და მათ შესრულებაზე ეფექტიანი მონიტორინგის მექანიზმის შექმნის აუცილებლობის თაობაზე.” –  ვკითხულობთ განცხადებაში.


სტატიის სრული ვერსია იხილეთ აქ: https://jam-news.net/ge/ombudsmenis-monitoringi-mokhucta-pansionatebshi/


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."