Facebook-ის 533 მილიონი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია გასაჯაროვდა

ნანახია: 595
სრული ინფორმაცია

Facebook-ი მორიგი კიბერშეტევის სამიზნე გახდა, ამჯერად სოციალური პლატფორმის 533 მილიონი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია, კერძოდ, ვინაობა, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, დაბადების თარიღი, მისამართი, ბიოგრაფია და პროფესია ჰაკერებმა ფორუმებზე გაავრცელეს

მათ შორის, გავრცელებულია 95 193 ქართველი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია. 

ინფორმაცია არ მოიცავს მომხმარებლების პირად მიმოწერებს.

ჰაკერებმა 106 ქვეყნის მოსახლეობის ინფორმაცია გაავრცელეს, მათ შორის 32 მილიონი მომხმარებელი აშშ-დან, 11 მილიონი გაერთიანებული სამეფოდან, ხოლო 6 მილიონი ინდოეთიდანაა. 

ექსპერტების თქმით, გავრცელებული პირადი ინფორმაცია ჰაკერებმა, შესაძლოა, სხვადასხვა არალეგალური საქმიანობისთვის გამოიყენონ.

ინფორმაცია ჰაკერულ ფორუმებზე უფასოდაა ხელმისაწვდომი. 


წყარო: ტაბულა


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."