ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე - კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ვეთანხმები მას - საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია

ნანახია: 193
სრული ინფორმაცია

ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

როგორც უილსონი სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე წერს, სალომე ზურაბიშვილს ეთანხმება იმაში, რომ „საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია“.

„კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. პოლიტიკური კრიზისის ამ მომენტში ის ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერია. ვეთანხმები მას - საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მათ წარმოადგენს“, - წერს უილსონი.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."