სრული ინფორმაცია
აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 600 000-ს გადააჭარბა - წერს BBC ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემზე დაყრდნობით.
გარდაცვლილთა რიცხვით მსოფლიოში მეორე და მესამე ადგილებზე ბრაზილია და ინდოეთი არიან.
აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვითაც. აქ პანდემიის დაწყების დროიდან დაინფიცირების 33.5 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის კამპანია. აშშ-ში ვაქცინის მინიმუმ 1 დოზა მოსახლეობის 52%-მა, 173-მა მილიონმა ადამიანმა მიიღო. ხოლო ორივე დოზა 43%-მა, ანუ 144 მილიონმა.