ჯანმო: AstraZeneca-ს ვაქცინის სარგებელი აჭარბებს მის რისკებს

ნანახია: 455
სრული ინფორმაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვაქცინების უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებით, AstraZeneca-ს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის სარგებელი აჭარბებს მის რისკებს და შესაბამისად, ის ვაქცინაციის გაგრძელების რეკომენდაციას იძლევა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, „ვაქცინების უსაფრთხოების გლობალური საკონსულტაციო კომიტეტი“ აგრძელებს AstraZeneca-ს ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული უახლესი მონაცემების ყურადღებით შეფასებას.

”ამ განხილვის დასრულების შემდეგ, ჯანმო დაუყოვნებლივ გააცნობს დასკვნას საზოგადოებას. ამ დროისთვის, ჯანმო მიიჩნევს, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის სარგებელი აჭარბებს მის რისკებს და ვაქცინაციის გაგრძელების რეკომენდაციას იძლევა”, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ ექსპერტების დახურული შეხვედრის ჩატარებიდან ერთი დღის შემდეგ გაავრცელა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის, ვაქცინების და ბიოპრეპარატების დეპარტამენტის დირექტორის ქეით ობრაიენის თქმით, ვაქცინების უსაფრთხოების კომიტეტი აფასებს, არის თუ არა დაკავშირებული გვერდითი მოვლენები, მაგალითად, თრომბები, ვაქცინაციასთან.

”ცდებისგან მიღებული კონკრეტული რიცხვების გადაჭარბებული ინტერპრეტირება არ უნდა მოვახდინოთ. ისინი ძალიან ეფექტური ვაქცინებია, ისინი სიცოცხლის გადამრჩენი ვაქცინებია. ასე რომ, ყველამ უნდა მიიღოს ის ვაქცინა, რასაც პროგრამით შესთავაზებენ”,- განაცხადა ობრაიენმა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."