Stop Covid-ის აპლიკაცია, რომელიც ნახევარმილიონამდე დაჯდა, გაუქმდა

ნანახია: 429
სრული ინფორმაცია

Stop Covid-ის აპლიკაცია, რომელიც სახელმწიფოს 412 ათასი ლარი დაუჯდა, გაუქმდა. ინფორმაცია bm.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყებაში განმარტავენ, Stop Covid აპლიკაციით სარგებლობის ვადა დასრულდა 2021 წლის 20 იანვარს და მოხდა მისი დეაქტივაცია. მათი ინფორმაციით, სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება ეპიდ. სიტუაციიდან გამომდინარე მიიღო.

კითხვაზე, რატომ მიიღო ჯანდაცვის სამინისტრომ აპლიკაციის დეაქტივაციის გადაწყვეტილება, bm.ge-ს პასუხობენ: "გამომდინარე იქიდან, რომ ვირუსის გავრცელების ტემპი დასტაბილურდა, ამ ეტაპზე აპლიკაციის საჭიროება არ არის".

აპლიკაცია საქართველოს მოსახლეობისთვის 2020 წლის 16 აპრილს გახდა ხელმისაწვდომი. ივნისში სამინისტრო აცხადებდა, რომ მისი მეშვეობით 10 ინფიცირებული პირი გამოვლინდა.

აპლიკაცია მომხმარებლებს შორის ინტერაქციის შესახებ ინფორმაციას, დაშიფრული სახით, ორივე მომხმარებლის მობილურ ტელეფონში ინახავს და იმ შემთხვევაში თუ რომელიმე პირს ვირუსი დაუდასტურდება, მის სარისკო კონტაქტებს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ეგზავნებათ. „თქვენ კონტაქტი გქონდათ COVID-19-ის მქონე პირთან, გთხოვთ, მოექცეთ თვითიზოლაციაში და სასწრაფოდ დაუკავშირდეთ შესაბამის უწყებას“, - ამ ტიპის შეტყობინებას იღებდნენ აპლიკაციის მეშვეობით ის პირები, რომლებსაც ინფიცირებულ პირთან კონტაქტი 15 წუთზე დიდხანს და 2 მეტრზე ნაკლები დისტანციის დაცვით ჰქონდათ.

წყარო: bm.ge


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."