ევროკავშირმა რუსული ვაქცინის ეფექტურობის ანალიზი დაიწყო

ნანახია: 563
სრული ინფორმაცია

ევროკავშირმა რუსული ვაქცინის ეფექტურობის ანალიზი დაიწყო, რაც პირველი ნაბიჯია რეგიონში ავტორიზაციის მიღებამდე. 

ევროპის წამლების ასოციაციაში(EMA) აცხადებენ, რომ Sputnik V-ის შესახებ გამოქვეყნებულ ყველა მონაცემს გაეცნობიან და დაადგენენ, არსებობს თუ არა საკმარისი ინფორმაცია ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე, რაც ავტორიზაციის მოთხოვნის წინაპირობაა. 

სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, Sputnik V კორონავირუსის წინააღმდეგ 91.6%-ით ეფექტიანია. ამ მომენტისთვის ვაქცინა 40-მდე ქვეყანაში გამოიყენება, თუმცა მსურველების რიცხვი სტაბილურად იზრდება. 

რუსეთი აქტიურად ლობირებს ეროვნული წარმოების ვაქცინის ევროკავშირში ავტორიზაციას. მას შემდეგ, რაც ბლოკს ვაქცინაციის პრობლემები შეექმნა, ორმა წევრმა ქვეყანამ, უნგრეთმა და სლოვაკეთმა, Sputnik V-ის მარაგები EMA-ს ნებართვის გარეშე შეიძინეს. რუსული ვაქცინის შესყიდვას იმედოვნებს ჩეხეთის პრეზიდენტიც, რომელმაც საკითხის თაობაზე ვლადიმირ პუტინს პირადად მისწერა. 

ვაქცინის მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელობის თქმით, ივნისის დასაწყისიდან, ევროკავშირისთვის 50 მილიონი დოზის მიწოდება იქნება შესაძლებელი. 

ევროკავშირში არ აკონკრეტებენ, რამდენი ხანი დასჭირდება რუსული ვაქცინის ავტორიზების პროცესს, თუმცა ცნობილია, რომ ფაიზერისასტრაზენეკასა და მოდერნას ვაქცინების ტესტირება 2-3 თვეს გრძელდებოდა.

რუსეთის დიდსულოვან დაპირებას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "გაუგებარია, რატომ სთავაზობს რუსეთი ევროკავშირს ვაქცინის მილიონობით დოზას, როცა საკუთარი ხალხის იმუნიზაციას საჭირო ტემპით ვერ ახორციელებს". 

 


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."