ჯანმო-მ ვერ იპოვა მტკიცებულება, რომ უხანში ან სხვაგან კოვიდ 19-თან დაკავშირებული დიდი ეპიდაფეთქება 2019 წლის დეკემბრამდე არსებობდა

ნანახია: 398
სრული ინფორმაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა ვერ იპოვა მტკიცებულება, რომ უხანში ან სხვაგან კოვიდ 19-თან დაკავშირებული დიდი ეპიდაფეთქება 2019 წლის დეკემბრამდე არსებობდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა პიტერ ბენ ემბარკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის წარმოშობის წყაროს დასადგენად ჩატარებული სამუშაო ღამურებზე მიანიშნებს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი უხანში ყოფილიყვნენ. ამასთან, ემბარეკის განმარტებით, „ნაკლებ სავარაუდოა“ ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ ვირუსმა ლაბორატორიიდან გაჟონა და ამიტომ ამის დასადგენად დამატებითი კვლევის ჩატარების საჭიროება არ არსებობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა ასევე განაცხადა, რომ ჯერჯერობით კვლავ გაურკვეველია კორონავირუსის გავრცელების „ჰუანანის“ ბაზართან დაკავშირების საკითხიც.

„ვირუსი გავრცელებული იყო იმ ადამიანებში, რომლებიც ბაზარში მუშაობდნენ ან დეკემბრის განმავლობაში სტუმრობდნენ ბაზარს. თუმცა, გვაქვს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ინფიცირებული ადამიანები ამ ბაზართან საერთოდ არ იყვნენ დაკავშირებული. ასე, რომ ამ კუთხით ჯერ კიდევ არ გვაქვს ნათელი სურათი,“- აღნიშნა ემბარკმა.

ცნობისათვის, კორონავირუსის წარმოშობის დასადგენად ჩინეთის ქალაქ უხანში რამდენიმე კვირის წინ ჩასულმა ექსპერტებმა დღეს პირველი პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ მათ მიერ ჩატარებულმა მოკვლევამ ახალი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელი გახადა, მაგრამ კოვიდ 19-ის ეპიდაფეთქების სურათი მკვეთრად არ შეუცვლია.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."