ქორწილებისა და ქელეხების შეზღუდვა შესაძლოა მოიხსნას

ნანახია: 453
სრული ინფორმაცია

ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენის შემდეგ შეზღუდვა უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, უკვე მარტში, ე.წ. სოციალური ღონისძიებების (ქორწილები, ქელეხები, იუბილეები…) გამართვაზეც მოიხსნება. ამის შესახებ jandacva.ge წერს.

პორტალის ცნობით, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე კონკრეტულ ვადას არ ასახელებს და ამბობს, რომ ამ თემაზე სამუშაო ჯგუფი უკვე მუშაობს და პაკეტი საკოორდინაციო საბჭოს ხვალ, სამშაბათის სხდომაზე წარედგინება.

ბექა ფერაძის თქმით, პანდემიის მრუდი დაღმავალია და არსებობს ეპიდსიტუაციის გამოსწორების ფრთხილი ოპტიმიზმი, ამიტომ მზადდება პაკეტი, რომელიც უახლოეს პერიოდში საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება და იქნება განხილვა.

„ვფიქრობ, ამ კუთხით პოზიტიური განწყობები უნდა იყოს. სამუშაო ჯგუფი ამ საკითხზე უკვე მუშაობს,“- აღნიშნა ბექა ფერაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქორწილის, ქელეხის, იუბილის და სოციალური დატვირთვის სხვა ღონისძიებების გამართვა იკრძალება. მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის კვების ობიექტებს და სხვადასხვა სარიტუალო დარბაზებს პირველ ჯერზე ეკისრებათ ფინანსური სანქცია – 10 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო მსგავსი ქმედების განმეორებით განხორციელებისთვის აღნიშნული ობიექტები, კანონის თანახმად, ილუქება.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."