გოგი მეშველიანმა წალკაში არსებული გამოწვევები CENN-ის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა

ნანახია: 400
სრული ინფორმაცია

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და  წალკის მაჟორიტარი, გოგი მეშველიანი წალკის მუნიციპალიტეტში  CENN-ის პროექტების მენეჯერს, მელანო ტყაბლაძეს და წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებთან ერთადაც განიხილა  არსებული გამოწვევები და იმსჯელა მათი გადაწყვეტის გზებზე.

 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცეში, მათი იდეების, მოსაზრებების მოსმენა. მიმაჩნია, რომ სამთავრობო და არასამთავრობო  ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობა  მოგვცემს შესაძლებლობას კიდევ უფრო მეტი  პროექტები განვახორციელოთ , რაც მორგებული იქნება მოქალაქეების საჭიროებებზე.“- განაცხადა გოგი მეშველიანმა


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."