თამარ ხოფერია: ქალთა რადიო WW განსაკუთრებულია, მას ახალი ხაზი შემოაქვს მედია ცნობიერებაში და უკვე კარგია ჩემთვის, როგორც ქალისთვის

ნანახია: 799
სრული ინფორმაცია

,,ჩემთვის ძალიან სიმბოლურია ამ სტუდიაში ყოფნა, ბევრი წელი ამ სტუდიიდან ვესალმებოდი მაყურებელს და სიმბოლურია, იმითაც რომ ჩემი ოცნება იყო რადიოში მუშაობა- არ ამიხდა, მაგრამ მიხარია, რომ დღეს რადიო WW-ის პირველი გადაცემის პირველი სტუმარი ვარ“, - განაცხადა, ყოფილმა ჟურნალისტმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ ხოფერიამ რადიო WW-ის  გადაცემაში ,,ამბები დილიდან“.

მისივე თქმით, რადიო WW- ის პლატფორმის შემოსვლა კიდევ უფრო გაამდიდრებს ბოლნისის  მუნიციპალიტეტში არსებულ მედია სივრცეს.

,,მრავალფეროვანი, დაბალანსებული და პროფესიონალური მედია ნებისმიერ ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების აუცილებელი კომპონენტია და მედიას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით. ბოლნისის ქალთა სათემო რადიო WW კი იმითაცაა განსაკუთრებული, რომ ახალი ხაზი შემოაქვს მედია ცნობიერებაში- ქალთა საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული და უკვე კარგია, ჩემთვის როგორც ქალისთვის.“- განაცხადა თამარ ხოფერიამ.

ქალთა რადიომ WW დღეს მაუწყებლობა დაიწყო და  პირველი ეთერი გადაცემით ,,ამბები დილიდან" გახსნა . გადაცემის სტუმრებმა ახალი რადიოს მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ქალთა რადიოს განსაკუთრებულ როლზე გაამახვილეს ყურადღება.

ბოლნისის სათემო ,,ქალთა რადიო WW” ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო” დააფუძნა 2019 წელს ქალთა გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

ქალთა რადიო WW - ის მიზანია იმ გარემოს შეცვლა, რომელიც გამორიცხავს ეთნიკური უმცირესობების თემში ადრეულ ქორწინებას, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლად მცხოვერები ქალების გაძლიერებას, გოგონების უწყვეტი განათლების მიღებას. სექსუალური და რეპროდუქციული განათლების დანერგვას სკოლებში. სათემო რადიო მისი მაუწყებლობის არეალში მხარს დაუჭერს ქალთა ჩართულობას საზოგადოებრივ საქმიანობაში და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას.

 


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."