რამაზანის მარხვა დაიწყო- მუსლიმი თემი რელიგიურ დღესასწაულლს აღნიშნავს

ნანახია: 521
სრული ინფორმაცია

დღეს საქართველოში მცხოვრები მუსლიმები რამაზანის თვის დადგომასა და მარხვის შემოსვლას აღნიშნავენ.

რამადანი
, იგივე რამაზანი — ისლამური კალენდრის მეცხრე თვის სახელწოდებაა.
ამ თვეში განთიადიდან მზის ჩასვლამდე ყველა მუსლიმი მარხულობს. ამ დროს ისინი ყველანაირ საჭმელზე, სასმელსა და სქესობრივ კავშირზე უარს ამბობენ.

მოხუცები ავადმყოფები, მოგზაურობაში მყოფი ადამიანები და ორსული ქალები ნებადართული არიან ამ დროს მარხვა არ შეინახონ, თუმცა წელიწადის სხვა დროს მუსლიმებმა ეს მარხვა უნდა დაიცვან, ხოლო ავადმყოფებს, რომლებისთვისაც საერთოდ არ შეიძლება მარხვის შენახვა (შიმშილობა) შეუძლიათ სხვა მარხვის მქონეს გაუმასპინძლდნენ და ამით გამოისყიდონ, ეს მარხვის შენახვის ტოლფასია ისლამში.

ბავშვები მარხვასა და ნამაზის ლოცვას ძირითადად გარდატეხის ასაკში იწყებენ, თუმცა მარხვას ბევრი ადრეულ ასაკშიც იწყებს,რელიგიის მიხედვით ლოცვის დაწყება სასურველია 7 წლის შემდეგ და ეს სულ უნდა გაგრძელდეს, დღეში ხუთჯერ ლოცვით. მარხვა გულისხმობს: მოთმინებას, თავმდაბლობას და სულიერ სიმშვიდეს. ეს დრო არის მიძღვნილი ღვთის საამებლად. ამ დროს ჩვეულებრივზე მეტად იკითხება ლოცვები. მარხვის დროს აუცილებელია მუსლიმმა ითხოვოს მოწყალება (მოინანიოს) ღვთისგან, ილოცოს სწორი გზის საპოვნელად და ყოველგვარი საცდურისაგან თავის ასარიდებლად.

სახელი რამადანი, მეცხრე თვის სახელწოდება ისლამის რელიგიად ჩამოყალიბებამდე მრავალი წლით ადრე წარმოიშვა არაბულ კულტურაში. მისი სახელი მოდის (იყოფა) არაბული ფუძის — რმდ (მსავსი „რამიდა“, ან „არ-რამად“) გამრუდების საფუძველზე და შემოკლებული მნიშვნლობით.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."