დაზიანებული სანაგვე ურნები -ნარჩენების მართვის სტანდარტი

ნანახია: 649
სრული ინფორმაცია

ბოლნისში ნარჩენების მართვის განსხვავებული სტანდარტი არსებობს, საზოგადოების დამოკიდებულება ნარჩენების მართვის გეგმის მიმართ არაერთგვაროვანია , რაც დაზიანებულ და ცეცხლწაკიდებულ სანაგვე ურნებსაც ეტყობა. 

ბოლნისის მერიის შპს კომუნალური მეურნეობის სამსახურის ხელმძღვანელის შმაგი სვანიძის თქმით, ნარჩენების ურნებზე ზედამხედველობა მათ კომპეტენციაში, ცოტა ხნის წინ  გადმოვიდა. სწორედ იმის გამო, რომ ხშირია ურნების დაზიანების ფაქტები , როგორც ქალაქში, ისე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2020 წლის დეკემბერში, დამატებით 60 ახალი ურნის შეძენა გახდა საჭირო.


,, მუნიციპალიტეტის ეკონომიკის სამსახური მუდმივად აფიქსირებდა ურნების დაზიანების ფაქტებს, არსებობს კონკრეტული აქტებიც. მას შემდეგ, რაც ჩვენ გადმოგვეცა მხოლოდ ერთი აქტის შედგენა მოვახერხეთ. ნაჩენების ურნებთან დარაჯს ვერ დავაყენებთ და სასურველია სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერებაში გაჩნდეს კუთვნილების განცდა, რომ ეს ქალაქი მათია."- განაცხადა შმაგი სვანიძემ.

შპს კომუნალური მეურნეობის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, დაზიანების ფაქტზე ჯერჯერობით არცეთი პირის, არც გამოვლენა მომხდარა და არც შესაბამისი სანქციის დაკისრება.

საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი პლასტმასის ერთი ურნის ფასი კი საშუალოდ 500 -დან 600 ლარამდე მერყეობს. 
დაზიანებული სანაგვე ურნები -ნარჩენების მართვის  სტანდარტი
ქალაქი ბოლნისი ასათიანის ქუჩა


 


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."