სრული ინფორმაცია
ქალაქ ბოლნისში ახლადრეაბილიტირებული N3 საჯარო სკოლა გაიხსნა, 210 მოსწავლე სწავლას სრულად განახლებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში გააგრძელებს.
საგანმანათლებლო სივრცეების პარალელურად, სკოლაში მოეწყო საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო და სააქტო დარბაზი, ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი; სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები.
სკოლა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. უზრუნველყოფილია კომპიუტერული ქსელებით, სახანძრო უსაფრთხოების, გათბობისა და ელექტროგაყვანილობის ახალი სისტემებით.
ქალაქ ბოლნისის N3 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულება 3 მილიონ ლარამდეა.