სრული ინფორმაცია
საქართველოს მასშტაბით ამ ეტაპზე 20 სკოლის მშენებლობა/პროექტირება მიმდინარეობს. პროექტების ჯამური ღირებულება 118 331 674 ლარს შეადგენს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ბიზნესპრესნიუსს“ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიაწოდეს.
აღსანიშნავია, რომ ამ სკოლებიდან ორის მშენებლობა დედაქალაქში მიმდინარეობს. ღირებულება 22 999 990 ლარია, საიდანაც უდიდესი ნაწილი, 19 492 492 ლარი, ფინანსდება ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მიერ, დანარჩენი კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. აღნიშნული თანხით მიმდინარეობს თბილისის 102-ე და მე-4 საჯარო სკოლების მშენებლობა და ენერგოეფექტური მოწყობა.
გარდა თბილისისა, რეგიონებში დონორის, ამ შემთხვევაში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება 14 სკოლის მშენებლობა /პროექტირება.
უფრო კონკრეტულად, ამ ეტაპზე რეგიონებში შემდეგი სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს:
- ახალქალაქი - სულდის საჯარო სკოლის პროექტირება/მშენებლობა 4.9 მლნ ლარი - თანხის 80%-ს, კერძოდ, 3.94 მლნ ლარზე მეტს აფინანსებს მსოფლიო ბანკი;
- ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელობის №1 საჯარო სკოლა - ღირებულება 13.5 მილიონ ლარზე მეტი; 10.81 მლნ ლარზე მეტს აფინანსებს მსოფლიო ბანკი;
- ლაგოდეხი - სოფელ გვიმრიანის საჯარო სკოლა - ღირებულება 4.3 მლნ ლარზე მეტი; 3.47 მლნ ლარზე მეტი ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ;
- ზესტაფონი - როდინაულის საჯარო სკოლა - ღირებულება 4.56 მილიონ ლარზე მეტი; 3.65 მილიონ ლარზე მეტს აფინანსებს მსოფლიო ბანკი.
- ჩოხატაური - შუაფარცხმის საჯარო სკოლა - ღირებულება 4.88 მლნ ლარზე მეტი; 3.91 მლნ ლარზე მეტის დაფინანსება ხორციელდება მსოფლიო ბანკის მიერ;
- იგოეთის საჯარო სკოლა - ღირებულება 4.43 მლნ ლარზე მეტი; 3.55 მლნ ლარს აფინანსებს მსოფლიო ბანკი;
- შიდა ქართლი - არაშენდას საჯარო სკოლა - ღირებულება 4.43 მლნ ლარზე მეტი; 3.54 მლნ ლარზე მეტს იხდის მსოფლიო ბანკი;
- თეთრიწყაროში - ღოუბანის, მარნეულში - არაფლოს (ახლომახმუდლოს დაწყებითი სკოლა), დმანისში - საფარლოს, წალკაში-საბეჭისის და ნარდევანის (აიაზმის დაწყებითი) სკოლები ჯამში 5 - ღირებულება 20 მლნ ლარი; 16 მლნ ლარი ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ;
- ჩხოროწყუ, რუხიში (ნაწულუკუს კორპუსი) და ჩხოროწყუ-აფხაზეთის N10 საჯარო სკოლები - ღირებულება 12.73 მლნ ლარზე მეტი; 10.18 მლნ ლარზე მეტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს.
მონაცემების თანახმად, ჩამოთვლილი 14 სკოლის მშენებლობა ჯამში 73.86 მილიონ ლარზე მეტი დაჯდება, საიდანაც 59.09 მილიონი ლარი მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსდება, დარჩენილი კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ამასთან, რეგიონებში კიდევ 4 სკოლის მშენებლობა/პროექტირება მიმდინარეობს, რისთვისაც თანხა ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი, ღირებულება ამ შემთხვევაში ჯამურად 21.46 მლნ ლარია.
კერძოდ, აღნიშნულია სკოლებია:
- სამტრედია - 450 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის პროექტირება/მშენებლობა - 7.14 მლნ ლარი;
- მესტია 2 სკოლა - ყარსგურიშის და სოფელ ჭუბერში 150 ბავშვზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა - 6.99 მილიონი ლარი;
- ურეკი - 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა 7.32 მილიონი ლარი.
წყარო: BPN