ტრენინგი სოფელ ფოლადაურში

ნანახია: 79
სრული ინფორმაცია

ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყარომ“ პროექტის: „ქალები გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში სოფელ ფოლადაურში ჩაატარა ტრენინგი: „მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის და ეფექტიანობის გაზრდა ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის“.

პროექტის მხარდამჭერია Global Fund for Women, ქალთა გლობალური ფონდი.
✔️ პროფესიით იურისტმა მარინა ქობულაძემ ისაუბრა ქალთა უფლებების დაცვის სამართლებრივ მექანიზმებზე.
✔️ტრენინგს ესრებოდნენ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები, მათ შორის მამაკაცებიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი საკითხების მოსაგვარებლად, როგორიცაა: გენდერული სტერეოტიპები და ფემიციდი, საზოგადოების როლი გენდერული დისკრიმინაციის აღსაკვეთად. არსებული სახელმწიფო და მუნიციპალური სერვისები, თითოეული ადამიანის ჩართულობის მნიშვნელობა, რათა გატარდეს პრევენციული ღონისძიებები ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."